სტანდარტული ტარიფი
11 July 2019მუნიციპალური ტრანსპორტით (მეტრო, ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი, ბაგები-უნივერსიტეტის საბაგირო გზა) სააბონიმენტო მგზავრობის ტარიფები:
- 1 ლარი - 90 წუთი ულიმიტო უფასო მგზავრობა - გადახდა შესაძლებელია „მეტრომანის“ ბარათით, ასევე სხვადასხვა ბანკის ბარათებით*.
- 3 ლარი -1 დღიანი ულიმიტო მგზავრობა - პაკეტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააბონიმენტო ბარათით
- 20 ლარი -1 კვირიანი ულიმიტო მგზავრობა - პაკეტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააბონიმენტო ბარათით
- 40 ლარი -1 თვიანი ულიმიტო მგზავრობა - პაკეტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააბონიმენტო ბარათით
- 100 ლარი -3 თვიანი ულიმიტო მგზავრობა - პაკეტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააბონიმენტო ბარათით
- 150 ლარი -6 თვიანი ულიმიტო მგზავრობა - პაკეტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააბონიმენტო ბარათით
- 250 ლარი -1 წლიანი ულიმიტო მგზავრობა - პაკეტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სააბონიმენტო ბარათით
მუნიციპალურ ტრანსპორტში (მეტრო, ავტობუსი, ბაგები-უნივერსიტეტის საბაგირო გზა) ასევე მოქმედებს შეღავათიანი და უფასო ტარიფები სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირთათვის
რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობის ტარიფი - ერთი მიმართულებით მგზავრობის ღირებულება შეადგენს 2.5 ლარს.
კუს ტბის საბაგირო გზა - ერთი მიმართულებით მგზავრობის ღირებულება შეადგენს 1.00 ლარს, ველოსიპედის ტრანსპორტირების ღირებულება 1.00 ლარი
სააბონიმენტო და „მეტრომანის“ ბარათების შეძენა შესაძლებელია თბილისის მეტროს ყველა სადგურში მდებარე სალაროებში და საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში. ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს (გთხოვთ, შეინახოთ ბარათის შეძენისას გაცემული ქვითარი, ვინაიდან ბარათის დაკარგვის, ან დაზიანების შემთხვევაში მისი აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ბარათის ყიდვის დროს გაცემული ქვითრის საშუალებით)
*შენიშვნა: მობილური აპლიკაციის ან ნაღდი (იმ ავტობუსებში სადაც არის ნაღდი თანხის სალარო აპარატები) გადახდის შემთხვევაში მგზავრი ვერ ისარგებლებს 90 წუთიანი ულიმიტო მგზავრობის პაკეტით